პირველი პოლიციის ფონდი საქართველოში
ჩვენ ვართ პირველი არაკომერციული, არაპოლიტიკური საქველმოქმედო პოლიციის ფონდი საქართველოში.
ჩვენი ფონდის ღირებულებები და მიზნებია:
ყველა შემოწირულობა არის გამჭვირვალე და ყოველ 6 (ექვს) თვეში ერთხელ ინფორმაცია განთავსდება შესაბამის ადგილას ჩვენს ვებგვერდზე.
ჩვენი მისია და მიზანია მხარი დავუჭიროთ პოლიციელებს და მათ ოჯახებს, რათა მათ უკეთ იმუშაონ.
პოლიციელი გახდე გამოწვევაა. ეს პროფესია განისაზღვრება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ქვეშ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის, ამიტომ პოლიციელი გმირია.
1. პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც ესაჭიროებათ იურიდიული დახმარება;
2. პოლიციელები, რომლებმაც ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას;
3. პოლიციელების ოჯახის წევრები, რომელთა ოჯახის წევრი პოლიციელი გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას;
4. პოლიციელებს ან/და მათი ოჯახის წევრებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული აქვთ ფსიქოლოგიური ტრავმა/ტკივილი:
5. პოლიციელები, რომლებსაც სურთ ჩაერთონ სხვადასხვა ეკონომიკურ, სოციალურ, ჯანდაცვის, საგანმანათლებლო, შემეცნებით პროგრამებში.
საქართველოს პოლიციის ასოციაციის ვიზიტი ლიტუანიაში
ისტორიული დღე ერთი ნაბიჯი გამარჯვებამდე
📌 დღეს, 29 ივნისს საქართველოს პარლამენტში მიიღეს საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის თანახმადაც არჩევნები ახალი წესით 120/30-ზე სისტემით ჩატარდება.
📌 ერთწლიანი უკიმპრომისო ბრძოლის შედეგად ხელისუფლება იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო და შეესრულებინა 8 მარტის შეთანხმების ერთი ნაწილი.
📌 ვაგრძელებთ ბრძოლას და ველოდებით შეთანხმების მეორე პუნქტის იმპლემენტაციას და პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლებას.
📌 მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსა და საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა ბრძოლის დამსახურებაც არის დღევანდელი პირველი გამარჯვება. 🇺🇸🇬🇪🇪🇺
აუდიტის დასკვნა მცხეთის მუნიციპალიტეტში დარღვევების შესახებ
რეკომენდაცია №2: მცხეთის მერიამ ინფრასტრუქტურული პროექტების შესყიდვების დაგეგმვის პროცესში გაითვალისწინოს მის განსახორციელებლად ყველა აუცილებელი სამუშაო. შედეგად, შესყიდვის პროცესში ჩამოყალიბდება კონკურენტული ფასი, რაც უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურ ხარჯვას. ხელშეკრულების ღირებულების ზრდა განახორციელოს მხოლოდ ობიექტური გარემოებების შემთხვევაში. ამასთანავე, შეისწავლოს იმ სამუშაოების ფასების რეალობა, რომელიც ტენდერის გარეშე დაემატა ხარჯთაღრიცხვებს და პასუხისმგებელი პირების მიმართ გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები.
რეკომენდაცია №3: მცხეთის მერიამ დანერგოს ისეთი დამატებითი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ყველა ეტაპზე უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი ხასიათის დარღვევა-ნაკლოვანებების პრევენციას და გამოვლენას. ამავდროულად, შეისწავლოს სპორტული კომპლექსისა და კულტურის სახლის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის პროცესში გამოვლენილი გარემოებები, დაადგინოს პასუხისმგებელი პირები და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები.
რეკომენდაცია №4: მცხეთის მერიამ შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღებისა და ჩაბარების წესი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მოქმედი სტანდარტების დაცვით სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო კონტროლის მექანიზმები. ნათლად უნდა განისაზღვროს, კონტროლის თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები და კონტროლის განმახორციელებელი პირები, მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობები. აღნიშნული უზრუნველყოფს კონტროლის მექანიზმების გამართულ ფუნქციონირებას, პროექტის შემოწმებისათვის საჭირო ყველა პროცედურის სათანადოდ წარმართვას და ხარისხიანი პროექტების ჩაბარებას.
რეკომენდაცია №5: მცხეთის მერიამ ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულება უნდა დაგეგმოს ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით დასრულებას. წინასწარ გამოიკვლიოს სამშენებლო-სარეაბილიტაციო ობიექტების სპეციფიკა და მათ განხორციელებასთან დაკავშირებული სავარაუდო რისკები. პროექტის შესყიდვის დროს შეისწავლოს პროექტის შესასრულებლად საჭირო რესურსი და აქედან გამომდინარე განსაზღვროს, რამდენად შესაძლებელია პროექტის განხორციელება და დასახული მიზნის მიღწევა. მერიამ მის განკარგულებაში
არსებული ფინანსური რესურსი მიმართოს დაწყებული ობიექტების დასასრულებლად. განახორციელოს ყველა ის პროექტი, რომელიც პრიორიტეტულია მერიისთვის და სიკეთეს მოუტანს მოსახლეობას. აღნიშნული ხელს შეუწყობს სამუშაოების დროულად დასრულებას, ობიექტების ექსპლოატაციაში მიღებას და მოსახლეობისთვის შესაბამისი
სერვისების დროულად მიწოდებას.
რეკომენდაცია №6: მცხეთის მერიამ სახელმწიფო შესყიდვების პროცესი წარმართოს ისე, რომ უზრუნველყოს პრეტენდენტების მიმართ ერთგვაროვანი მიდგომა. ამასთანავე, მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიამ დანერგოს კონტროლის დამატებითი მექანიზმები და არ დაუშვას კანონშეუსაბამო გადაწყვეტილებების მიღება. მერიამ შეისწავლოს კონკრეტული ფაქტები, გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები და გაატაროს მათ მიმართ შესაბამისი ღონისძიებები.
რეკომენდაცია №7: მცხეთის მერიამ სახელმწიფო შესყიდვების პროცესი წარმართოს ისე, რომ უზრუნველყოს ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმილ ვადაში განხორციელება. მიმწოდებლებთან ხელშეკრულების გაფორმებისას გამოიყენოს ისეთი საჯარიმო სანქციები, რომლებიც უზრუნველყოფს შესყიდვის ობიექტების დაგვიანებით მიწოდების პრევენციას. შედეგად, დროულად დასრულდება ინფრასტრუქტურული პროექტები და მოსახლეობა მიიღებს შესაბამის სიკეთეს.
რეკომენდაცია №8: მცხეთის მერიამ, საკრებულოსთან შეთანხმებით, დაგეგმოს და განახორციელოს კომპლექსური ღონისძიებები, რომლებიც გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს წყალმომარაგებისა და წყლის ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობას. ამასთანავე, ღონისძიებათა გეგმა უნდა ითვალისწინებდეს როგორც წყლის, ასევე საბიუჯეტო რესურსების რაციონალურ ხარჯვას. აღნიშნული ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას, წყლის სისტემის გამართულ ექსპლოატაციას და მიწოდების ხარჯების შემცირებას.
რეკომენდაცია №9: მცხეთის მერიამ საკრებულოს არათანამდებობის პირებზეუფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები არ აანაზღაუროსშესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე. აღნიშნულიუზრუნველყოფს საკრებულოს წევრის არაანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით დადგენილი პრინციპის დაცვას დასაბიუჯეტო სახსრების დასაბუთებულ ხარჯვას.
რეკომენდაცია №10: მცხეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ორგანომ,აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებით, გონივრულობის პრინციპის გათვალისწინებით, შეიმუშაოს და შეასრულოს წესი სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, სატრანსპორტო საშუალებების კლასიფიკაციისა და შესყიდვის შესახებ. აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც დაფუძნებული იქნება საუკეთესო პრაქტიკაზე, ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო პარკის ოპტიმიზაციას, საწვავის და მოვლა-შენახვის ხარჯების რაციონალიზაციას. ამასთანავე, მიზანშეწონილია შემუშავებული წესი თავსებადი იყოს საქართველოს მთავრობის შესაბამის დადგენილებასთან.
რეკომენდაცია №11: მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მერიასთან შეთანხმებით, შეიმუშაოს შესაბამისი წესი, რომელიც უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევას რაციონალურად, ეკონომიურად და გამჭვირვალედ. აღნიშნული წესით უნდა განისაზღვროს სტუმრების კატეგორია, მიღების ფორმა, მიზანი და გამასპინძლების ეტიკეტი, ანგარიშსწორებისათვის წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი და კონტროლის სხვა მექანიზმები, რაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაწეულ ხარჯებს გახდის საჯაროს და შედეგზე ორიენტირებულს.
რეკომენდაცია №12: მცხეთის მერიამ, შტატით გათვალისწინებული თანამდებობების შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისთვის, არ გადაიხადოს დამატებითი სახსრები. მიზანშეწონილია, მერიამ, საკრებულოსთან შეთანხმებით, შეიმუშაოს შესაბამისი წესი, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში შესაბამისი კვალიფიკაციის პირებისდასაქმებას. ამასთანავე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტმა შრომის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებების საერთო მოცულობის 1% მიმართოს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად. აღნიშნული უზრუნველყოფს საბიუჯეტო თანხების დაზოგვას და რაციონალურად ხარჯვას.
რეკომენდაცია №13: მცხეთის მერიამ შეისწავლოს ქონებით მოსარგებლე პირების დავალიანების საკითხი და გაატაროს სათანადო ღონისძიებები. შეიმუშაოს შემოსავლების ადმინისტრირების ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს კუთვნილი თანხების დროულ და სრულად მიღებას. მერიამ შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების ფასების საბაზრო პირობებთან დაახლოება, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების მიღებას.
რეკომენდაცია №14: მცხეთის მერიამ განახორციელოს ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც უზრუნველყოფს აქტივებისა და ვალდებულებების ფაქტობრივი ნაშთების დადგენას და მათ შედარებას ორგანიზაციის სააღრიცხვო მონაცემებთან. რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება ინვენტარიზაციის შედეგების დადგენა და შესაბამისი მატერიალურად პასუხისმგებელი პირების გამოვლენა. აღნიშნული გაზრდის მუნიციპალური აქტივების დაცულობის ხარისხს.
რეკომენდაცია №15: მცხეთის მერიამ შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობა იმგვარად წარმართოს, რომ უზრუნველყოს ორგანიზაციის შიდა კონტროლის სისტემების შესწავლა და შეფასება, ასევე პროცესებში არსებული რისკებისა და სისტემური ხარვეზების გამოვლენა. მიღებული შედეგების საფუძველზე, სამსახურმა შეიმუშაოს რეკომენდაციები და განახორციელოს მისი მუდმივი მონიტორინგი. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდას და საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას.
კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჭი

სამწუხაროდ, დღევანდელმა დღემ მსხვერპლის გარეშე ვერ ჩაიარა

ისტორიული გადაწყვეტილება

ტრაგედია აჭარაში

თვითმარტველობა 2017

ევროპული საქართველოს მუხრანის თემის საარჩევნო შტაბი
ასევე ამოქმედდა შტაბის ცხელი ხაზი 2238045. მოქალაქეებს მიეცემა შესაძლებლობა მიიღონ როგორც ევროპული საქართველოს მიერ სარჩევნო პროგრამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, ასევე თუ თვლით რომ ირღვევა ან დაირღვა თქვენი უფლებები გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.
პატივისცემით , მუხრანის ძველი და პატარა ქანდის თემის საარჩევნო შტაბი
უკრაინის დამოუკიდებლობის დღე
ულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს და მალე გამთლიანებულიყოს
უკრაინა გაიმარჯვებს !
მაჟორიტარობის კანდიდატი მუხრანი ძველი და პატარა ქანდა ! /ძველი ქანდა და ასურელები
ემიგრაციის შედეგად 1989 წელთან შედარებით ასურელების რაოდენობა 6 ათასიდან, 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემების მიხედვით, 3. 299-მდე შემცირდა. ამჟამად ასურელები, ძირითადად, ცხოვრობენ თბილისში (კომპაქტურად არიან დასახლებულნი დედაქალაქის ორ რაიონში: ვაკესა და კუკიაზე), გარდაბანში, სოფ. ძველ ქანდაში, მცირე რაოდენობით არიან ბათუმში, სენაკში, ზუგდიდსა და ქუთაისში.
საქართველოში დაფუძნებული ასურული ორგანიზაციებიდან აღსანიშნავია საქართველოს ასურელთა საერთაშორისო კონგრესი, რომელიც 1992 წლიდან მოქმედებს. იგი საქართველოში ასურულ თემს წარმოადგენს. ორგანიზაციის ძირითადი მიზანია ასურული ენის, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნება და განვითარება და საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების დამყარება.
საქართველოში მცხოვრებ ასურელთა საერთაშორისო კონგრესს მჭიდრო კავშირები აქვს მსოფლიოში მოღვაწე საერთაშორისო ასურულ ორგანიზაციებთან. ორგანიზაციის წარმომადგენელი 2005 წელს ასურელთა საერთაშორისო ალიანსის 24-ე მსოფლიო კონგრესზე აღმასრულებელ საბჭოს წევრად აირჩიეს. ამ საერთაშორისო ორგანიზაციის ერთ-ერთი მიზანი საქართველოში მცხოვრებ ასურელებთან კავშირების შენარჩუნებაც არის. თბილისის გარდა, ასურელთა ინტერესების დამცველი ორგანიზაცია — ასურული კულტურული ცენტრი «ბეტ ნახრაინ» — გარდაბანშიც საქმიანობს.
1990-იანი წლებიდან საქართველოში არსებობს ასურული ცეკვის ანსაბლები «ნინევია» და «დაიანა», გამოდის საქართველოში მცხოვრებ ასურელთა საერთაშორისო ეროვნული კონგრესის გაზეთი «ავი-უთა», სადაც სტატიები ქართულ და რუსულ ენებზე იბეჭდება.
1995 წელს თბილისში დაარსდა ასურულ-ქალდეური კათოლიკური მისია, რომელსაც სათავეში ჩაუდგა მამა ბენიამინ ბეტ-იადგარი. მისიის საქმიანობის მიზნები სამ სფეროს მოიცავს: სულიერს, ჰუმანიტარულსა და საგანმანათლებლოს. საქართველოში მცხოვრები ასურელების უმრავლესობა მართლმადიდებელია, თუმცა ისინი კათოლიკურ ეკლესიაში ასურულ-ქალდეურ ლიტურგიასაც ესწრებიან. ასურულ-ქალდეური წესით ლიტურგია თბილისის კათოლიკურ ეკლესიაში პირველად 1995 წელს ჩატარდა. ღვთისმსახურებას ბენიამინ ბეტ-იადგარი ატარებს, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ასურულ-ქალდეური ეკლესიის
წინამძღოლია. ეკლესიასთან ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა, სადაც ასწავლიან ასურულ ენას, რელიგიის ისტორიას. ყოველ კვირას ლიტურგია იმართება გარდაბანშიც.
ქართულ ენაში ასურელების აღმნიშვნელი სხვადასხვა ტერმინი გამოიყენება. ქართულში სირიელისა და ასურელის აღმნიშვნელი ეთნიკური ტერმინები დიდი ხნის შემოსულია, რაც საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებას უკავშირდება. «სირიელი» დღეს მარტო სირიის არაბული სახელმწიფოს მკვიდრს კი არ გულისხმობს, არამედ ქრისტიან არამეელსაც, და სწორედ ეს იყო მისი პირველადი და ძირითადი მნიშვნელობა. რაც შეეხება ტერმინ «ასურელს», დღეს იგი აღნიშნავს როგორც მესოპოტამიის ტერიტორიაზე ოდესღაც არსებული სახელმწიფოს — ასურეთის — მკვიდრს, ისე სირიელსაც.
თანამედროვე სირიელები თავის თავს ასურელებს უწოდებენ, რადგან თავს ძველი ასურელების შთამომავლებად თვლიან. ამასთანავე, ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში გვხდება შემთხვევები, როდესაც «ასურელი» სირიელის მნიშვნელობით იხმარება.
ტერმინი «აისორ» ქართული წერილობითი ძეგლებიდან პირველად თავს იჩენს ერეკლე II-ის წერილებში და იგი «ასურელის» იდენტურია. შემდეგ ეს იქცა იმ ასურელთა (სირიელთა) გავრცელებული სახელწოდებად, რომლებიც დღესაც ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ქართლში, სადაც მათ კომპაქტურად დასახლებული სოფლები აქვთ.
უკანასკნელ წლებში «ასურელის» ნაცვლად ხშირად იხმარება ტერმინი «ასირიელი», რომელიც, ძირითადად, ზეპირ მეტყველებასა და ჟურნალ-გაზეთებში გვხდება. «ასი- რიელი» რუსულის გავლენითაა შემოსული ქართულ მეტყველებაში. იგი რუსულ სკოლებში აღზრდილმა ასურელებმა შემოიტანეს და, ქართული ტრადიციის უგულებელყოფით, ქართულშიც დამკვიდრდა.

მაჟორიტარობის კანდიდატი მუხრანი ძველი და პატარა ქანდა
მუხრანი, მუხნარი — ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლში (ახლანდელი მცხეთის რაიონის ტერიტორია).
სახელწოდება წარმოდაგება „მუხიდან“. მუხიანის ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობები და შედარებით ადვილად გასახორციელებელი ირიგაცია ხელს უწყობდა სოფლის მეურნეობის ინტენსიურ განვითარებას. აქვე ერთმანეთს კვეთდა მნიშვნელოვანი სავაჭრო-სამიმოსვლო გზები, რაც ზრდიდა რეგიონის ეკონომიკური სიმძლავრეს.
ანტიკურ ხანასა და განვითარებულ შუა საუკუნეებში მუხრანისა (ბარი) და თრიალეთის (მთა) კავშირმა დიდი როლი შეასრულა ქართლის (იბერიის) სამეფოს წარმოშობაში, შემდეგ კი — საქართველოს სახელმწიფოებრივ გაერთიანებაში. მუხრანი თავიდანვე ქართლის მეფეთა სანადირო ადგილი იყო. აქვე ჰქონდათ მათ რამდენიმე სასახლე-რეზიდენცია. II-IV საუკუნეებში მუხრანის ცენტრი იყო ქალაქი ძალისი. VIII-IX საუკუნეებში მუხრანის ძაგანისძეთა ფეოდალური საგვარეულო დაეუფლა. 1123 მეფე დავით აღმაშენებელმა მუხრანი კვლავ სამეფო დომენად აქცია. ამ პერიოდიდან მუხრანის მთავარი ციხე ვარაუდით ან ციხევდავია, ან კიდევ მტკვრის (ქსნის) ციხე. XVI საუკუნიდან სამეფო დინასტიის ქართლის ბაგრატიონთა ერთ-ერთი შტოს, საკუთრება-სათავადოა (სამუხრანბატონო). ეს ადმინისტრაციული სტატუსი ჰქონდა მას XIX საუკუნის 40-იან წლამდე.

